საფრანგეთის მუსლიმთა კავშირი "ფეისბუქს" და "იუთუბს" უჩივის. ამის მიზეზი ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში დაახლოებით ათი დღის წინ მომხდარი ტერაქტი გახდა, რა დროსაც მეჩეთებში შეჭრის ვიდეო თავდამსხმელმა პირდაპირ ეთერში სწორედ ფეისბუქითა და იუთუბით აჩვენა. როგორც საფრანგეთის მუსლიმთა კავშირი აცხადებს, თავდასხმის ვიდეოს ჩვენებით ძალაოდობრივი მესიჯების და ტერორიზმის გავრცელება მნიშნელოვნად ლახავს ადამიანის ღირსებას. აღსანიშნავია რომ საფრანგეთის კანონდმებლობის მიხედვით, მსგავსი ქმედება 5 წლით თავისუფლების აღკვეთითა და 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმით ისჯება. შეგახსენებთ, ახალ ზელანდიაში მომხდარი თავდასხმის ვიდეოკადრები ფეისბუქმა რამდენიმე წუთში აიღო, თუმცა, იგი ნანახი და გაზიარებული ჰქონდა უკვე ათასობით ადამიანს.