საფრანგეთის მთავრობა - ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღაში შევედით - Palitra News

საფრანგეთის მთავრობა - ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღაში შევედით

2021-07-20 10:04:13+04:00

საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღა დაიწყო და ინფიცირების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება.

„ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღაში შევედით. ვხედავთ უფრო სწრაფ ტალღას. ახლა შემთხვევების მაჩვენებელმა ყოველ 100 000- მოსახლეზე 86-ს მიაღწია, რაც ერთ კვირაში თითქმის 125%-იანი ზრდაა“, - აღნიშნა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა გაბრიელ ატალმა.

საფრანგეთში კვირას კორონავირუსის 12 500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო სამი დღეა ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევები 10 000-ს აჭარბებს. ეპიდსიტუაციის გაუარესებას ახალ, „დელტა“ ვარიანტს უკავშირებენ.

საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, კლემან ბონმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების შემთხვევები ზრდას განაგრძობს, ქვეყანაში „კომენდანტის საათის“ ხელახლა დაწესება გამორიცხული არ არის.