საფრანგეთის მთავრობა სახელმწიფო გადატრიალების საშიშროებაზე საუბრობს. როგორც მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბენჟამენ გრივომ განაცხადა, რადიკალები ცდილობენ „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო მოძრაობა საფრანგეთში ხელისუფლების დამხობის ინსტრუმენტად აქციონ. „აშკარაა, რომ ამას ორგანიზებული ხასიათი აქვს. პოლიტიზირებული და რადიკალური ელემენტები ცდილობენ ეს მოძრაობა ინსტრუმენტად აქციონ, მათ ხელისუფლების დამხობა სურთ“, - განაცხადა ბენჟამენ გრივომ გაზეთ Parisien-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, სპეცსამსახურებისთვის ცნობილია, რომ საპროტესტო აქციებზე შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ცეცხლსასროლი იარაღი და დემონსტრანტებს ურჩია თავი შეიკავონ პარიზში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან.მან ასევე მედიასაშუალებებს ასევე მოუწოდა, ხვალინდელი საპროტესტო აქციები ისე გააშუქონ, რომ სამართალდამცველების განლაგების შესახებ ინფორმაცია არ გაამჟღავნონ.