საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ბენჟამენ გრივო „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მონაწილეებს მოუწოდებს გონიერება გამოიჩინონ და შაბათს, 15 დეკემბერს საპროტესტო აქცია არ გამართონ.მისივე თქმით, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას არ მიუღია გადაწყვეტილება შაბათს მანიფესტაციის აკრძალვის თაობაზე."ამჟამად ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ახლა გონივრული არ არის მანიფესტაციაზე გამოსვლა. ბოლო კვირების განმავლობაში დიდი რაოდენობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული, ასევე განხორციელდა სტრასბურგში თავდასხმა", - აღნიშნა გრივომ.საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" აქცია ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ 17 ნოემბრიდან მიმდინარეობს. აქცია ყოველ შაბათს ტარდება, რომლის დროსაც რამდენიმეჯერ მოხდა შეტაკება პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის იანვრიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პენსიონერებისთვის, ვინც თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებს, გადასახადები გაუქმდება.