საფრანგეთის ხელისფლებამ ტურიზმის სექტორის საწარმოებს ფინანსური დახმარების სახით 26 მილიარდი ევრო გამოუყო.
საგარეო უწყების სახელწმიფო მდივნის განცხადებით, 26 მილიარდიდან 11 მილიარდი ევრო სახელმწიფო გარანტიებით გაცემული საბანკო კრედიტია, ხოლო 6 მილიარდი სუბსიდიების სახით გაიცემა კომპანიებზე, რომლებმაც სახელმწიფო შეზღუდვების გამო საქმიანობა შეწყვიტეს.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა ფრანგებს მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ხელახალ რეგულაციებს. მისი თქმით, ეს აუცილებელია, რათა „წლევანდელი ზაფხული გადარჩეს“ და რესტორნებმა და სხვა დაწესებულებებმა მუშაობა გარანტირებულად განაახლონ.
ცნობისთვის, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით, საყოველთაო კარანტინი მესამედ გამოცხადდა. მაკრონის თქმით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აპრილი გადამწყვეტი იქნება.