სუპერმაკეტების ქსელი „კარფურის“ საფრანგეთის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ არასეზონურ ხილს, კერძოდ, უგემურ მარწყვს აღარ გაყიდის. ამის შესახებ East fruit-ი Hortidaily.com-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობითვე, სამაგიეროდ, დახლებზე დიდი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი ციტრუსი, კივი და ვაშლი.
„კარფური“ საფრანგეთში სუპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელია, 5 ათას 500-ზე მეტი სავაჭრო წერტილით, რომლის დახლებზეც ამ დროისთვის მარწვი ისევ იყიდება.