საფრანგეთში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 8-12 დღეში კლებისკენ წავა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიერ ვერანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულის საფუძველს ის ზომები იძლევა, რომელიც ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო.
"საჭიროების შემთხვევაში ჩავერევით, რომ დავრწმუნდეთ ხალხი გამოცხადებულ ზომებს ემორჩილება. როცა ფანჯრებიდან ვიყურები, ვხედავ, რომ ხალხი თანდათან ასრულებს რეკომენდაციებს", - აღნიშნა მინისტრმა.