საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი აცხადებს, რომ კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის მიზნით სტიმულირების ფონდის შექმნის თაობაზე შეთანხების მიღწევა შესაძლებელი და აუცილებელია.
"შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. შეთანხმება აუცილებელია", - განაცხადა ბრუნო ლე მერიმ. მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში ევროპის მომავალი რისკის ქვეშ დგას.
"ბრიუსელში დღეს მიმდინარე მოლაპარაკებებზე საკითხი ეხება იმას, იარსებებს თუ არა ევროპა 21-ე საუკუნის მსოფლიოს დიდ ძალის ცენტრებს შორის. ჩინეთთან და აშშ-სთან ერთად კვლავ იქნება თუ არა ევროპა, კი თუ არა?", - აღნიშნა ბრუნო ლე მერიმ.
ცნობისთვის, ბრიუსელში ევროპელ ლიდერებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ მიმართული ფონდის შექმნისა და ევროკავშირის მომდევნო წლების საბიუჯეტო საკთხები.