საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასმას შეფასებით პანდემიის დროს საქართველოს დემოკრატიულმა სისტემამა თავი იჩინა და ნათლად გამოჩნდა გაერთიანების და ერთმანეთის მოსმენის რესურსი. როგორც მან აღნიშნა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს დემოკრატიულ გარემოში ცხოვრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან პრესის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ზეწოლის შედეგად დემოკრატიული ხელისუფლება თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებდა.
დიეგო კოლასმას თქმით, არჩევნებისთვის გარკვეული ვნებათაღელვა იქნება, რადგან ეს არჩევნების თანხმლები პროცესია, თუმცა როგორც მან აღნიშნა მნიშვნელოვანია, რომ ეს 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში მოექცეს.