კორონავირუსის გავრცელებისგან თავის დასაცავად საფრანგეთი უსახლკაროებისთვის თვითიზოლაციის ცენტრებს ხნის. პარიზში ამჟამად 2 ასეთი ცენტრი შენდება, რომლებიც ჯამში 300 ადამიანზე იქნება გათვლილი. საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყნის თითოეულ რეგიონში მინიმუმ ერთი ასეთი ცენტრის გახსნას გეგმავს. მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ცენტრებში 3 000-მდე ადგილი იქნება, სადაც უსახლკაროები თვითიზოლაციაში დარჩენას შეძლებენ. "უახლოეს მომავალში ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება და ეპიდემიის დასრულებამდე მასში დარჩენას ის პირები შეძლებენ, რომლებსაც საცხოვრებელი არ გააჩნიათ"-აცხადებენ საფრანგეთის სოციალურ დაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო საფრანგეთმა მეზობელ ქვეყნებთან საზღვარი 30 დღის
განმავლობაში ჩაკეტა. ქვეყნის მასშტაბით დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები და გადაიდო ადგილობრივი არჩევნები.