საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობასთან დაკავშირებულ კანონს იღებს. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათ შორის მათ, ვისაც უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვთ მიღებული, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დროებითი ბინადრობის მოწმობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების მიმართულებით. სქართველოს მთავრობა ამ კუთხით მუშაობს ასევე პოლონეთთან და ისრაელთანაც.