საფრანგეთი მარჯნის რიფების გლობალური ფონდისთვის, რომელიც ოკეანეებში ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად იბრძვის, 3 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბუნების დაცვის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ მარჯნის რიფების მომდევნო 10 წლით შესანარჩუნებლად 625 მილიონის მობილიზებას შეძლებენ.
ბუნების დაცვის კავშირის საერთაშორისო კონგრესი საფრანგეთის ქალაქ მარსელში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარასკევს გახსნა. მასში მონაწილეობას იღებენ ბუნების დამცველი ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან.