ამერიკული კომპანია Google საფრანგეთს 500 მილიონ ევროს გადაუხდის. საქმე ეხება გადასახადების გადაუხდელობის გამო აღძრულ საქმეს. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსური პროკურატურა იუწყება.სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, რომელიც თავის მხრივ ამერიკულ კომპანიაზე დაყრდნობით წერს, აცხადებს, რომ Google ასევე გადაიხდის აქამდე გადაუხდელ გადასახადს - 465 მილიონ ევროს.ფრანგული უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 2015 წელს, ილ დე ფრანსის რაიონის თვითმართველობის სარჩელის საფუძველზე, დაიწყო. საქმის აღძვრის მიზეზი კი ის გახდა, რომ კომპანიამ 2011-2014 წლების საგადასახადო დეკლარაცია არ წარადგინა.