საფრანგეთის ხელისუფლება სოციალურ ქსელ Facebook-ზე ახლად გამოჩენილი კრიპტოვალუტის Libra-ს ევროპის ტერიტორიაზე დაბლოკვას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა გაავრცელა. მან ახალი კრიპტოვალუტის აკრძალვის მიზეზად ევროპის ფინანსური დამოუკიდებლობა დაასახელა.მინისტრის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ახალი კრიპტოვალუტა ევროპის ქვეყნებში გავრცელდება, დიდი ალბათობით სოციალურ ქსელს მისი მომხმარებლების პირად მონაცემებზე ექნება წვდომა, რაც დაუშვებელია.შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტა Libra Facebook-მა მიმდინარე წლის ივნისში შექმნა. მისი გამოყენება 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი როგორც ცალკე აპლიკაციით, ისე Facebook-ისა და Whatsapp-ის მეშვეობით.