საფრანგეთი 2019 წლიდან უცხო ქვეყნების ტექნოლოგიურ გიგანტებს, მათ შორის Google-სა და Facebook-ს მსხვილ გადასახადს დააკისრებს, ისე რომ, ამ საკითხზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ დაელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი (ფაინენშალ თაიმსი) ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მსგავსი გადასახადის ამოქმედება ქვეყანას წლიურად 500 მილიონი ევროს შემოსავალს მოუტანს.ემანუელ მაკრონის მიერ პარიზის საპროტესტო აქციების შემდეგ გაცხადებულმა ზომებმა ხელისუფლებისგან დამატებითი ხარჯების გაწევა მოითხოვა, რამაც ისინი აიძულა მოეძიათ ახალი შემოსავლის წყაროები.