საფლავში ჩაჰყვა სააკაშვილი მერაბიშვილს და ახალაიებს. ხელისუფლება მათ რაღაც ინტრიგებს, ხუშტურებს და ცუდ ქცევას გადააყოლა, ზუსტად იგივეს აკეთებს ივანიშვილი ახლა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის““ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. ოქრუაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გირგლიანის საქმის უკან იდგა უსამართლობა, უსამართლობის უკან კი ხელისუფლება, დაწყებული იერარქიულად სააკაშვილიდან, დამთავრებული მოსამართლით.„არ ვიცი, ვინ დაგვწყევლა ან ვინ დაგვთარსა. ვაის გავეყარეთ, ვუის შევეყარეთ - ეგრე გამოვგვივიდა ფაქტიურად. ერთი-ერთში ეს ფილმი ნანახი მაქვს მე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ როცა ვიყავი. საფლავში ჩაყვა სააკაშვილი მერაბიშვილს და ახალაიებს. ხელისუფლება მათ რაღაც ინტრიგებს, ხუშტურებს და ცუდ ქცევას გადააყოლა. ზუსტად იგევეს აკეთებს ივანიშვილი ახლა, კობახიძე, მურუსიძე და ჩინჩალაძესთან მიმართებაში. საფლავში მიყვება ამ ხალხს, როცა ვერავინ ვერ ამიხსნის რა ფასეულობას წარმოადგენენ ეს ადამიანები მისთვის“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.