„საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 2 ათას 96 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა დეკლარირებულმა შემოსავლებმა 5 მილიარდ 312 მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა. აქედან, უდიდესი ნაწილი 75 პროცენტი საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს მიეკუთვნება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში ნაღდი ფულის სახით, მილიარდ 521 მილიონი ლარი იყო განთავსებული.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 38 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 59,7 პროცენტი ქალი იყო.