საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა - Palitra News

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

2022-06-22 09:16:44+04:00

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო ორგანოებს, ასევე საწარმოებს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.

ცვლილება იმ საწარმოებს ეხებათ რომლებიც სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შეიქმნა. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.