საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ზუგდიდის“ მეკარე შოთა მამინაშვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მეკარე ვარჯიშის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა.საფეხბურთო კლუბში აცხადებენ, რომ ფეხბურთელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.მატჩი 16:00 საათზე „ვიტ ჯორჯიასა“ და „ზუგდიდს“ შორის უნდა გამართულიყო, თუმცა აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევის გამო არ შედგა.