საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" პრეზიდენტი - ფეხბურთელები თურქეთში მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ მაღაზიაში გაუგებრობა მოხდა - Palitra News

საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" პრეზიდენტი - ფეხბურთელები თურქეთში მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ მაღაზიაში გაუგებრობა მოხდა

2019-02-22 13:09:22+04:00

საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" პრეზიდენტი თურქეთში კლუბის ხუთი ფეხბურთელის დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ქართლოს რუხაიას ინფორმაციით, ფეხბურთელები თურქეთის საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ დაიკითხნენ, რადგან მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი."მე პირადად თურქეთში არ ვიმყოფები, მაგრამ დეტალურად ვიცი რა მოხდა. გავრცელდა ძალიან არასწორი ინფორმაცია. არც ერთი ფეხბურთელი არ დაუკავებიათ, უბრალოდ მოხდა გაუგებრობა, ფეხბურთელებმა შეიძინეს საქონელი და ჩეკთან დაკავშირებით რატომღაც არ მოხდა საქონლის გატარება თვითონ კონკრეტულ მაღაზიაში. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელს თან ჰქონდა შეძენილი საქონლის ჩეკი. მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ გაუგებრობა იყო" - განაცხადა რუხაიამ. შეგახსენებთ, კლუბ "ცხინვალის" ხუთი ფეხბურთელის დაკავების შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა.