"საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს. ცვლილებები ეხება უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონმდებლობით შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების წესი, ასევე დისკუსიის საგანია გადაწყვეტილების ღიაობის საკითხი.
მისივე თქმით, ამ მიმართულებებზე კანონპროექტში მეორე მოსმენის რეჟიმში ცვლილება იგეგმება.