2019 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 222 ათას 700 ათასი ვიზიტორი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.2%-ით არის შემცირებული.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 35.8 პროცენტი, დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.