საერთაშორისო ტრენერი დანიიდან, მაიკლ ბენგი საქართველოში, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტურიზმის თემაზე მასტერკლასს მართავს. მაიკლ ბენგის პირველ ტრეინინგს ტურიზმის სფეროს 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მასტერკლასების ფარგლებში განიხილავენ ისეთ აქტიურ თემებს, როგორიც არის გაყიდვების სტრატეგიები, მომსახურება, ეფექტური კომუნიკაციეის მეთოდები და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ადგილობრივ ბაზარზე მთავარ გამოწვევად მაღალ კონკურენციას ასახელებენ. მათი თქმით, მსგავსი ტიპის ტრეინინგები დაეხმარებათ, რომ გააუმჯობესონ სერვისი და გაყიდვები. მაიკლ ბენგი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვიდა.