საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟენგი იმყოფება. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მონეტარული პოლიტიკა, საბანკო ზედამხედველობა და მომხარებელთა უფლებების დაცვა- ეს ის საკითხებია, რომლებიც ეკონომიკური გუნდის წევრებმა, სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან შეხვედრისას განიხილეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის შეფასებით, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილის პირველი ვიზიტი მნიშვნელოვანია. მისი ხედვის და შეფასებების გათვალისწინება კი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი.საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად მთავრობის მიერ დაწყებული რეფორმებისა, სავალუტო ფონდში ფიქრობენ, რომ ამ პრობლემის მოგვარებას ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება.