მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, 2020 წელს ინფლაციის დონის გეგმურ 3%-მდე დაწევას ვვარაუდობთ. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ და ფინანსურ განვითარებას ეხება.მათივე შეფასებით, 2019 წლის ბოლოსთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება 2 პროცენტული პუნქტით შემცირდება და მშპ-ის 6 პროცენტი გახდება. ამასთან, როგორც განცხადებაში წერია, ფონდი საქართველოს ეკონომიკის 2019 წლის ზრდის პროგნოზს უცვლელად - 4.6 პროცენტის დონეზე ტოვებს; ხოლო წლიური ინფლაციის პროგნოზი 2019 წლის ბოლოსთვის 5.4 პროცენტი იქნება.