ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა.
მათივე ცნობით, კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ენოლოგი, საქართველოს გიორგი დაქიშვილი იყო. გამარჯვებული ღვინოები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინ-დეგუსტაციებზე გაიგზავნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობის დარგში პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. კონკურსი „ასოციაცია ქართული ღვინოს“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამარჯვებული ღვინოები ივლისის ბოლომდე დასახელდება.