საერთაშორისო ორგანიზაციებმა, საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნას უმაღლესი შეფასება მისცეს. დაკვირვებაში მონაწილეობა, UNICEF-ის, ეუთოსა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებმა მიიღეს. იუნისეფის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ უკრაინელი მოსწავლეებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა უმოკლეს დროში უზრუნველყო. ღასან ხალილმა, ტვიტერის პირად გვერდზე უკრაინელ ბავშვებთან ვიზიტის ფოტოები გამოაქვეყნა და მინისტრს უკრაინული სექტორის წარმატებით დაფუძნება მიულოცა.