წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 856 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 8.4%-ით ანუ 66 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ აპრილის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 277 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16.1%-ით ანუ 38 მილიონით აღემატება.