საერთაშორისო კვლევით პორტალზე "Numbeo" გამოქვეყნებული დანაშაულის და უსაფრთხოების ინდექსების შესაბამისად, 2019 წლის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 15 ქალაქს შორის მოხვდა.Numbeo-ს გამოკითხვის შედეგად 337 ქალაქის უსაფრთხოება და კრიმინალური ინდექსები გამოიანგარიშა. უსაფრთხოების ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი კრიმინალური ინდექსის მქონე ქალაქებიდან, თბილისთან ერთად მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქებს შორის დასახელდნენ: მიუნჰენი, ციურიხი,ჰონკონგი, აბუ-დაბი და ოსაკა.გასული წლის ანალოგიური კვლევით, თბილისი, 327 ქალაქს შორის მე-16 ადგილზე იყო.