საერთაშორისო კომპანია ქიუნეთმა მსოფლიოში საქმიანობის 20 წლისთავი აღნიშნა.საიუბილეო ღონისძიებას კომპანიის ლიდერები სხვადასხვა ქვეყნებიდან შეუერთდნენ,სადაც კომპანიის ხელმძღვანელებმა მომხმარებლებს საკუთარი პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნეს.საიუბიეო თარიღთან დაკავშირებით,კომპანია ,,ქიუნეთის’’ წარმომადგენლებმა ხურვალეთში ჩასახლებული დევნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა. კომპანიის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხურვალეთში მცხოვრებ მოზარდებსა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახის ტკბილეული ჩაუტანეს. აქციის ფარგლებში, დევნილი თანატოლებისთვის სამუსიკო კვარტეტის მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.ღონისძიების დასასრულს კი 60 დევნილ ბავშვს საჩუქრები გადაეცათ.ორგანიზატორების განცხადებით მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, რომლის მიზანია ადამიანებისადმი თანადგომა და მოხალისეობის კულტურის დანერგვის ხელშეწყობა.