"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) ბოლო კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიოში ლიდერი ქვეყნების მდგომარეობა კორუფციის მხრივ რეიტინგში გაუარესდა.
დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნებიდან, კანადის, დიდ ბრიტანეთისა და საფრანგეთის მდგომარეობა, წინა წელთან შედარებით, რეიტინგში რამდენიმე ქულით გაუარესდა, ხოლო აშშ-მა ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა - 100 ქულიდან 69 ქულა მიიღო და რეიტინგში 23-ე ადგილი დაიმსახურა. კანადამ გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა 4 პუნქტით გაიუარესა. საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც უკუსვლა განიცადეს.
რაც შეეხება "დიდი შვიდიანი" სხვა ქვეყნებს, მხოლოდ გერმანიასა და იაპონიას აქვთ იგივე მდგომარეობა, ხოლო იტალიამ ერთი პუნქტით წინ გადაინაცვლა. რეიტინგში საუკეთესო წამყვან პოზიციებზე არიან დანია და ახალი ზელანდია 87 ქულით, შემდეგ ფინეთი, სინგაპური, შვედეთი და შვეიცარია. ხოლო ბოლო ადგილზეა სომალი, სამხრეთი სუდანი და სირია.
რაც შეეხბა საქართველოს, შარშანდელთან შედარებით 2 ქულით უკან დაიხია და 41-დან 44-ე ადგილზე გადავიდა. თუმცა ის 56 ქულით ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ რჩება.