არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მიუთითებს, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა და მისმა მეუღლემ 5 უძრავი ქონების შეძენა ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს, მაშინ, როცა ჭიკაიძეს თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ბანკის სოლიდური ვალი ჰქონდა და არც დანაზოგი გააჩნდა.