არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. სასტუმრო "რუმსში" შეხვედრას 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოების წარმომადგენლები, მწერლები დაესწრო.
შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12 800 ლარი.როგორც ცნობილია, აუდიტის სამსახურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლების ფინანსური საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც რიგ გადაცდომაზეა საუბარი. ნაწილთან დაკავშირებული მასალები აუდიტის სამსახურმა პროკურატურას გადაუგზავნა.