თანამდებობის პირებს არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების უმეტესობაში რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად უფიქსირდებათ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
2020 წლის 31 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის 2020 წლის ანგარიში. მონიტორინგის შედეგებიდან ჩანს, რომ დეკლარაციების შემოწმების მექანიზმი დანერგვიდან ოთხი წლის შემდეგაც სათანადოდ ვერ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას – თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების გაზრდა და კორუფციული დარღვევების პრევენცია.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აღნიშნავენ, იზრდება არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების რაოდენობა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დარღვევები დაუფქისრდათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს რუსლან აბაშიძეს. 8 დაღღევვა აქვს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეს ოთარ ჩალატაშვილსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარეს ნონა რეხვიაშვილს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, არ მოწმდება ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფციული დარღვევები.