"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50% ფიქრობს, რომ სასამართლო არ არის სამართლიანი, კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის დიდი უმრავლესობის 83%-ის აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2087 რესპონდენტი და საშუალო ცდომილების ზღვარი 2,3 %-ია.