"საერთაშორისო გამჭირვალობის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად გამოკითხულთა 61 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში მინისტრების რაოდენობა მომავალში უნდა შემცირდეს, - კვლევის თანახმად, მხოლოდ 6 პროცენტი ფიქრობს, რომ მინისტრების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, ხოლო 21 პროცენტს მიაჩნია, რომ მათი რაოდენობა იგივე უნდა დარჩეს. ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 30% ფლობს ზუსტ ინფორმაციას 2017 წელს განხორციელებული მთავრობის ოპტიმიზაციის შესახებ(მინისტრთა რაოდენობის ცვლილება).