"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ წარდგენილი 20 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 7 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (აქედან 4-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები დაკავშირებულნი არიან ჯამში 15 კომპანიასთან.
როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, 16-მა კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნეს პარტნიორებმა 2017-2020 წლებში „ევროპულ საქართველოს“ ჯამში 466,818 ლარი შესწირეს.
კვლევის მიხედვით, პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია გიგა ბოკერია 147,900 ლარით. მას მოსდევენ აკაკი ბობოხიძე – 78,145 ლარი და ლევან თარხნიშვილი – 45,746 ლარი.