„საერთაშორისო გამჭვირვალობამ საქართველო” პარლამენტის საქმიანობა შეაფასა და ანგარიში გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ X მოწვევის პარლამენტის საქმიანობის საწყის წელს ოპოზიციამ 11-ჯერ, ხოლო 2018 წელს – 21-ჯერ მოიწვია სხდომებზე თანამდებობის პირები, თუმცა მიწვეული თანამდებობის პირები არც ერთ სხდომაზე არ გამოცხადებულან; ფრაქციის სხდომებს ყველაზე მეტჯერ არ დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.
ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში შემდეგი პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა: კერძოდ, შემცირდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნები და ასევე შემცირდა გამარტივებული წესით განხილული კანონპროექტების რაოდენობა.კვლევა 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.