ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ ევროპარლამენტში კენჭს დღეს უყრიან. რეზოლუციის პროექტში „ევროპარლამენტი გამოთქვამს სერიოზულ აღშფოთებას აფგან მუხთარლის საქართველოში შესაძლო გატაცებასთან და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით“ და აღნიშნულს "საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად" მიიჩნევს. "ევროპარლამენტი: მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და მოელის, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.
მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიძიოს ეჭვები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურების შესაძლო მონაწილეობაზე მუხთარლის გატაცებაში.