სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“, რომელიც შემოდგომით გაიხსნება, ახალი საერთაშორისო ბრენდები იქნებიან წარმოდგენილი. ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პირველ მაღაზიებს გახსნიან არმანი იქსჩეინჯი, კელვინ კლაინ ჯინსი, იკაკაესი და რომანი. გარდა ამისა, გალერია თბილისში წარმოდგენილი იქნება ეიჩ ენ ემის, ტრუსარდის, ლაკოსტეს, გესისა და სხვა ცნობილი ბრენდების მაღაზიები. გალერია თბილისში გაიხსნება ეფლის პირველი პრემიუმ რისეილერის მაღაზიაც. საერთო ჯამში, ცენტრში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდის მაღაზია განთავსდება. გალერია თბილისი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტია, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.