2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3 მილიონ 400 ათასი შემოსვლა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი - 41.6 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონ 800 ათასი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.9 პროცენტით არის გაზრდილი.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2 მილიონ 200 ათას მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა მილიონ 900 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 67.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 26.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.4 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.