03:46
27 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საემიროებში სპეციალისტებისთვის ახალი კატეგორიის Green Visa შეიმუშავეს
07-09-2021

არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებამ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი კატეგორიის ვიზა, რომელიც განკუთვნილია გამორჩეული სპეციალისტებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი Green Visa უცხოელ სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, დასაქმებაზე დამსაქმებლის გარანტიების გარეშე შეიტანონ განაცხადი.

ხელისუფლებაში ასევე აცხადებენ, რომ ახალი ვიზა იმ უცხოელებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს საემიროებში, ამ ქვეყანაში 180 დღემდე დარჩენის საშუალებას მისცემს.

საემიროების გაზეთის Khaleej Times-ის ცნობით, Green Visa-ს მფლობელები შეძლებენ საემიროებში დაპატიჟონ საკუთარი 25 წლამდე შვილები და მშობლები. ცნობისთვის, აქამდე ვიზის მფლობელებს მხოლოდ 18 წლამდე ასაკის შვილების ჩაყვანა შეუძლიათ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები