საძინებელში ღამით შეღწევადი ხმაური 30 დეციბელი იქნება, საცხოვრებელ ფართში დღისით შემღწევი ხმა კი 35 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს. ხმაურის გადაჭარბება დასჯადი ხდება. მთავრობამ უკვე განსაზღვრა ხმაურის დასაშვები ნორმა, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებისთვის სხვადასხვაა. თუ ბარებსა და რესტორნებს ექვს და უფრო ნაკლებსართულიანი კორპუსი ესაზღვრება, დღის საათებში დასაშვები ნორმა 50 დეციბელია, ხოლო ღამით 40. მაღალსართულიანი კორპუსების მიმდებარედ ხმაურის დასაშვები ნორმა დღისით 55, ხოლო ღამით 45 დეციბელია. სავაჭრო დაწესებულებებში ხმაურის დასაშვები ნორმა 55 დეციბელია. სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებებში 40-ზე მეტი დეციბელი ხმაურის გამოწვევა დაჯარიმდება. სასწავლო დაწესებულებებსა და სამკითხველოებში კი ხმაური 35 დეციბელზე მეტი არ უნდა იყოს. ხმაურის გამომწვევი პირებ ი თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებენ, განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული 500 ლარით დაჯარიმდება. ყოველ შემდეგ ჯერზე ჯარიმის რაოდენობა ორმაგდება. ახალი რეგულაცია ძალაში 15 აგვისტოდან შედის.ბ