მიუნხენის „ბაიერნმა“ სადიო მანე ოფიციალურად გაიფორმა. „რეკორდმაისტერმა“ განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს სენეგალელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ აუწყა. მანემ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. 30 წლის სენეგალელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გერმანულ გრანდთან კონტრაქტს ხელი მოაწერა. მთლიანობაში მანეს ტრანსფერის ღირებულება 41 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 32 მილიონი ფიქსირებული თანხაა, 9 მილიონი ევრო კი - ბონუსები.
ამგვარად, მანეს ლივერპულური კარიერა, რომელიც 6 წელი გაგრძელდა დასრულდა. სენეგალელმა "წითლების" მაისურით 269 მატჩში 120 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ბაიერნმა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში აიაქსის ორი მოთამაშე რაიან გრავენბერხი და ნუსაირ მაზრაუი დაიმატა.