ბოდბეში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ,დღესასწაულთან დაკავშირებით დილიდან წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. სადღსასწაულო მსახურება , ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საქართველოს სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენა. ნინობის დღესასწაულთან დაკავაშირებით,ბოდბის სამონასტრო კომპლექსში ,სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მომლოცველები არიან შეკრებილი. სტუმრებს შორის იყო ამერიკის ელჩიც. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა მრევეს დღესასწაული მიულოცა და წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ იქადაგა.