სადაზღვევომ მზაობა გამოხატა, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს აუნაზღაურდეს დანაკარგი - ჩვენც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით - კახა კალაძე - Palitra News

სადაზღვევომ მზაობა გამოხატა, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს აუნაზღაურდეს დანაკარგი - ჩვენც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით - კახა კალაძე

2020-06-17 11:36:32+04:00

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიამ მზაობა გამოთქვა, რომ ვარკეთილში დამწვარი ბაზრობის ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს ის დანაკარგი, რაზეც საუბარი იქნება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება მერიაც. კალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან.