სადაზღვევო სექტორში მომგებიანობა შემცირდა. 16 სადაზღვევო სექტორის ჯამურმა მოგებამ 9 თვეში 13 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 22 მილიონ 98 ათასი ლარი იყო. უფრო კონკრეტულად, იანვარ-სექტემბერში არასიცოცხლის დაზღვევიდან მიღებული სადაზღვევო მოგება 63 მილიონ 69 ათასი ლარი იყო, სიცოცხლის დაზღვევიდან კი 11 მილიონ 16 ათასი ლარი. საანგარიშო პერიოდში სადაზღვევო კომპანიებმა 8 მილიონ 600 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს ინვესტიციებიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ინვესტიციებიდან შემოსავალი 11 მილიონ ლარს აღემატებოდა.