2018 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 7 მილიონ 570 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მილიონ 900 ათასი ლარით მეტია. ამასთან, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 17 სადაზღვევო კომპანიის შემოსავალმა საანგარიშო პერიოდში 164 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 21 მილიონი ლარით აჭარბებს. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიების აქტივებს, საანგარიშო პერიოდში მან 650 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 65 მილიონით მეტია. ასევე მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 145 მილიონიდან 178 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი კაპიტალიც.