სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 413 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა.
გამომუშავებული პრემიის 43,4 პროცენტი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის, 17,7 პროცენტი - ქონების, 15,5 პროცენტი - სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე, 7 პროცენტი - სიცოცხლის, ხოლო დანარჩენი 16,4 პროცენტი უბედური შემთხვევისა და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
ამასთან, "საქსტატის“ ცნობით, 2017 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი 251 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომლის ყველაზე მეტი - 63,8 პროცენტი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის.