საქართველოს სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება 107%-ით გაიზარდა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს კომპანიების წმინდა მოგება 42 მილიონ 19 ათასი ლარი იყო, 2017 წელს კი 20 მილიონ 34 ათასი ლარი.
ამასთან, 2018 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 542 მილიონ 20 ათასი ლარი შეადგინა. 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 441 მილიონ 40 ათას ლარს შეადგენდა.
ამასთან, 2018 წელს სადაზღვევო კომპანიების აქტივები 743 მილიონ 22 ათას ლარს შეადგენდა. 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 580 მილიონ 22 ათასი ლარი იყო.
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.